ზედიზედ მე-4 გამარჯვება!
Aa
Aa

ზედიზედ მე-4 გამარჯვება! "ლივერპული" პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს

პრემიერლიგის მე-4 ტურში იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

„მერსისაიდელებმა“ „ბარნლის“ სტუმრად 3:0 სძლიეს. 33-ე წუთზე კრის ვუდმა ავტოგოლი გაიტანა, ზუსტად 4 წუთში მატჩის ბედი სადიო მანემ გადაწყვიტა და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.

მეორე ნახევარში „ლივერპულმა“ ბურთი გააკონტროლა და შეხვედრა წყნარად დაასრულა. მე-80 წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა და მატჩს წერტილი დაუსვა.

კლოპის გუნდმა გუარდიოლას „სიტის“ 2 ქულით გაასწრო. მომდევნო ტურში „წითლები“ “ენფილდზე“ „ნიუკასლს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები