უმძიმესი ტრავმა - კიელინი სეზონის უდიდეს ნაწილს გამოტოვებს
Aa
Aa

უმძიმესი ტრავმა - კიელინი სეზონის უდიდეს ნაწილს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის უაკანხაზელმა ჯორჯო კიელინი უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონის უდიდეს ნაწილს გამოტოვებს.

„ბებერი ქალბატონის“ კაპიტანმა ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდება და 6-7 თვეს გამოტოვებს.

კიელინის ტრავმა შანსია მატიის დე ლიხტისთვის, რომლისთვისაც „იუვენტუსში“ ტრანსფერი ისეთი ვერ აღმოჩნდა როგორსაც თავად ელოდა. ახალგაზრდა ჰოლანდიელი ძირითადად სულ თადრიგში რჩებოდა ხოლმე და როგორც თავად განაცხადა ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია ა გამარჯვებით დაიწყო და „პარმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. დღეს კი ტურინში „ნაპოლის“ უმასპინძლებენ.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბებერი ქალბატონი“ ჯგუფში „ატლეტიკოსთან“, „ლევერკუზენთან“ და მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები