„არალოგიკურად მეჩვენება“ - მბაპემ კრიტიკოსებს უპასუხა
„რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ კრიტიკისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა მის მიმართ არსებულ კრიტიკას მოედანზე დაცვითი სამუშაოების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
„კრიტიკას გაწონასწორებულად ვუდგები. არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა და არსებობს არალოგიკურიც. კრიტიკა არ მაშინებს და გადაწყვეტილების მიღებისას არ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება გამაკრიტიკონ. თუ ვიცი, რომ გადაწყვეტილება ჩემთვის სწორია, ან თუნდაც ბოლომდე სწორი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია, ჩემი კარიერა ამტკიცებს: მე წინსვლას ვაგრძელებ.
- ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გუნდი შეიძლება თქვენ გამო დაზარალდეს, მიუხედავად თქვენ მიერ გატანილი გოლების სიმრავლისა.
„ეს არგუმენტი არალოგიკურად მეჩვენება. თუ გოლებს არ გავიტან, მკითხავენ, რატომ არ გამაქვს. ერთი რამ გავიგე: როცა ფეხბურთელი ხარ, გიჩნდება მილიონობით მწვრთნელი თითოეულ მატჩზე თავისი მოსაზრებით და ყველა მათგანი არ არის ბედნიერი პირად ცხოვრებაში.
ყველას თავისი თვალსაზრისი აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ფეხბურთის არსი გოლების გატანაა, თანაც მეტოქეზე მეტის გატანა.
დაცვითი სამუშაოები? არ ვფიქრობ, რომ ამ მისამართით კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ასეთია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობს. მე უკვე ახალბედა აღარ ვარ. ყველამ დიდი ხანია იცის, რისი გაკეთება შემიძლია. და ვფიქრობ, რომ აქ ადამიანური ფაქტორი მოქმედებს.
ადამიანებს სჩვევიათ ყურადღების გამახვილება იმაზე, რასაც ადამიანი არ აკეთებს. როცა ვინმე რაღაცას ათი წლის განმავლობაში აკეთებს, უშუალოდ ქმედებებს აღარ უყურებენ - ყველამ იცის, რომ მას ეს შეუძლია. ამიტომ ხალხი ყოველთვის ცდილობს იპოვოს ის, რასაც ის არ აკეთებს. მაგრამ მე ამას პირადად არ ვიღებ“,
- განაცხადა მბაპემ.