კილიან მბაპე, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ფეხბურთელი, რომელსაც 40 გოლი გააქვს, პრობლემა ვერ იქნება“ - მოურინიო მბაპეზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე დაიცვა, რომელსაც მედიაში ხშირად დაცვაში არჩასვლის გამო აკრიტიკებენ.

„ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 40 გოლი გააქვს, გუნდისთვის პრობლემა ვერ იქნება. ზოგიერთ ადამიანებს ფეხბურთი არ ესმით და ამიტომ ისინი მხოლოდ ნეგატიურ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ერთ-ერთ მომენტში, როდესაც მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით, კილიანი კუკურელიას დასახმარებლად დაცვაში ჩავიდა. ასეთ ქმედებებს ძალიან ვაფასებ. ამ დროს კრიტიკოსები რატომღაც არ ამბობენ იმას, რომ თავს კარგად ვიცავდით ან 8 გოლის გატანა შეგვეძლო.

ყოველთვის იქნება მოსაწყენი მატჩები, სადაც გუნდები რისკზე არ მიდიან და მატჩი 0:0 მთავრდება. ინტერს 4 გოლის გატანა შეეძლო, ჩვენ კი 8-ის“.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „რეალი“ ხვალ, 23:00 საათზე გამართავს. მოურინიოს გუნდის მეტოქე გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვურია და ამის მოთხოვნა საცოდაობაა“ - დიუგარი მბაპეს აკრიტიკებს
„ბავშვურია და ამის მოთხოვნა საცოდაობაა“ - დიუგარი მბაპეს აკრიტიკებს