Aa
Aa

"მანჩესტერმა" დაადასტურა! "იუნაიტედმა" ალექსის სანჩესი "ინტერში" გაანათხოვრა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი ერთწლიანი იჯარით მილანის "ინტერში" იასპარეზებს. ეს ინფორმაცია "წითელმა ეშმაკებმა" გაავრცელეს და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც ვკითხულობთ: "შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ალექსის სანჩესი 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით "ინტერში" იასპარეზებს. ჩვენ მას იტალიაში წარმატებებს ვუსურვებთ".

ბრიტანული პრესის ცნობით "ინტერი" სანჩესის ხელფასის ნაწილს დაფარავს და კერძოდ 5 მილიონ ევროს გადაიხდის. "მანჩესტერს" სურდა 30 წლის შემტევი სავალდებული იჯარით გაეშვა, თუმცა "ნერაძური" კატეგორიულ უარზე იყო და იტალიელებმა თავისი მაინც გაიტანეს.

"წითელი ეშმაკები" თავის დროზე ჩილელ შემტევზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულშერის დანიშვნის შემდეგ, სანჩესს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ოლე გუნარის ხელმძღვანელობით, მან მხოლოდ 16 შეხვედრა ჩატარა და ერთადერთი გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები