Aa
Aa

ბაკაიოკოს "მილანში" დაბრუნება სურს

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, ტიემუ ბაკაიოკომ, იტალიურ „მილანს“ აცნობა, რომ „სან სიროზე“ დაბრუნების სურვილი აქვს.

თავის მხრივ, ტურინული Tuttosport-ის თქმით, ბაკაიოკოს დაბრუნება არც მილანელებმა გამორიცხეს, რისი განმაპირობებელიც ფრანკ კესის „მონაკოში“ შესაძლო გადასვლაა.

პრობლემა ფრანგი საყრდენის მაღალი სატრანსფერო ფასია, იგი 40 მილიონ ევროდ ფასდება, რისი გადახდისგან „მილანმა“ სეზონის ბოლოს თავი შეიკავა და მოთამაშე ლონდონური კლუბის რიგებში დააბრუნა.

ბაკაიოკო „ჩელსის“ 2022 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის, თუმცა ფრენკ ლამპარდის გეგმებში არ ჯდება და „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება სურს.

ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ ლომბარდიის მთავარ ქალაქში შავ-წითელი მაისურით გაატარა და ჯამში „როსონერის“ ღირსება 42 შეხვედრაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები