Aa
Aa

"მილანის" ნომერ პირველი სამიზნე კვლავ ანხელ კორეაა, თუმცა...

„მილანმა“ ბრაზილიურ „გრემიოსთან“ ევერტონის ტრასფერზე მოლაპარაკებები განაახლა. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „როსონერის“ ნომერ პირველ სამიზნედ ანხელ კორეა რჩება, თუმცა „ატლეტიკოსთან“ შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომაც სათადარიგო ვარიანტად სწორედ ევერტონი განიხილება.

„გრემიო“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს და როგორც გავლენიანი ჟურნალისტი წერს, მისი ტრანსფერის მოკლე დროში დახურვა რთული საქმე იქნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მხარეებს კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ გაუვლიათ.

თავად 23 წლის ევერტონს წარმატებული კოპა ამერიკის შემდეგ ევროპაში გადასვლა სურს. როგორც ცნობილია, იგი უშუალოდ „მილანის“ ვარიანტს დადებით კონტექსტში განიხილავს და „სან სიროზე“ გადაბარგების პერსპექტივაც მოსწონს.

ევერტონი „გრემიოს“ ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები