Aa
Aa

"მონაკო" "მილანთან" კესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

"მონაკო" ფრანკ კესის გადაბირებასთან ახლოსაა. Calciomercato-ს ინფორმაციით კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახლა ყველაფერი კოტ-დივუარელ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

აგვისტოს დასაწყისში კესის საკუთარ რიგებში ხილვა "ვულვზს" სურდა, მაგრამ მაშინ 22 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება გადაულახავ დაბრკოლებად მოგვევლინა.

"მონაკოსთან" მიმართებითაც იგივე ხდება. ფრანგულმა კლუბმა "მილანი" დაიყოლია და მზადაა ნახევარმცველის სანაცვლოდ "როსონერის" 25 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადოს. თუმცა კესის ხელფასის გამო, ყოყმანობს. კოტ-დივუარელი წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა.

Calciomercato-ს მიხედვით "მონაკო" ცდილობს 22 წლის ფეხბურთელთან საერთო ენა გამონახოს და ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები