Aa
Aa

"მილანი" დემირალის ტრანსფერში 35 მილიონ ევროს იხდის!

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „მილანი“ ტურინის „იუვენტუსს“ მერიჰ დემირალის ტრანსფერში 35 მილიონ ევროს სთავაზობს. წყაროს თანახმად, თუკი კლუბები მოილაპარაკებენ, დემირალი „როსონერიში“ 1-წლიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით გადავა.

ტურინელებს მილანელთა შეთავაზება მოსწონთ და მზად არიან, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდნენ.

ბევრი რამ დანიელე რუგანის მომავალზეა დამოკიდებული, რადგან თუ რომში მყოფმა მისმა აგენტმა „რომასთან“ შეთანხმებას მიაღწია, „იუვე“ კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს გუნდიდან აღარ გაუშვებს.

თუმცა, რომაელები რუგანის ტრანსფერში 20 მილიონ ევროსა და 1 ფეხბურთელს ჩამოდიან, „ვეკია სინიორას“ კი 25 მილიონი და კონკრეტულად ალესიო რიკარდი სურს.

21 წლის დემირალი სერია A-ში 6 თვის გადასულია, თუმცა „სასუოლოს“ რიგებში სტაბილურად მაღალი დონის თამაშით აპენინური გრანდების ყურადღება მალევე მიიპყრო. იგი „იუვემ“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები