Aa
Aa

ვიდალისთვის ბრძოლაში ფრანგული კლუბი ჩაერთო

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველს, არტურო ვიდალს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ჩილელი ფეხბურთელის გადაბირებით „ინტერი“ ინტერესდებოდა, თუმცა „ნერაძურიმ“ „ბლაუგრანასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია. იტალიელებს იჯარა სურდათ, „ბარსა“ კი 32 წლის ფეხბურთელის გაყიდვაზეა ორიენტირებული.

Sport-ის ცნობით „შავ-ლურჯების“ გარდა, ვიდალისთვის „მარსელი“ იბრძვის. ფრანგული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუის გუსტავომ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს და „მარსელის“ მესვეურები მის შემცვლელს ეძებენ.

ანდრე ვილაშ-ბოაშის აზრით ვიდალი გუსტავოს წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს იდეალურად შეავსებს და გუნდს პროგრესის მიღწევაში დაეხმარება.

„ბარსა“ ჩილელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და „მარსელი“ მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს. საგულისხმოა, რომ თავად ვიდალი უპირატესობას იტალიას ანიჭებს და საფრანგეთში თამაშის პერსპექტივით მოხიბლული არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები