Aa
Aa

41-დღიანი უწყვეტი მკურნალობა და ემოციური დაბრუნება! - მიხაილოვიჩის გმირობა

იტალიის სერია A-ს პირველი ტურის მთავარი გმირი, უდავოდ, სინიშა მიხაილოვიჩია, რომელიც ლეიკემიას ებრძვის და ბოლო 41 დღე საავადმყოფოში გაატარა. სერბმა სპეციალისტმა ქიმიოთერაპიის კურსის რამდენიმე ეტაპი გაიარა, გუშინ კი ჰოსპიტალიდან პირდაპირ ვერონაში გაემგზავრა, რათა „ბოლონიასთვის“ ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ეხელმძღვანელა.

სინიშა ვერონაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დაბანაკებულ „ბოლონიას“ ქუდისა და სპეციალური დამცავი ნიღბის თანხლებით შეუერთდა. იგი ფეხბურთელებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ესაუბრა, შემდეგ კი სტადიონს მიაშურა.

50 წლის მწვრთნელმა „ვერონასთან“ გამართული შეხვედრისას სათადარიგოთა სკამთან 90 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი მე-13 წუთიდან 10 კაცით დარჩენილ მეტოქესთან 1:1 ითამაშა.

მიხაილოვიჩს მხარდაჭერა „ბოლონიას“ ერთ-ერთმა ყველაზე პრინციპულმა მეტოქემ, „ნაპოლიმაც“ გამოუცხადა, რომელმაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე მისი გამამხნევებელი პოსტი გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ლეიკემია დაუდგინეს, „ბოლონიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ იგი პოსტზე დარჩეს და მუშაობა ქიმიოთერაპიის კურსის პარალელურად გააგრძელოს, რაშიც ყკლუბისგან შესაბამისი ხელშეწყობა ექნება.

მიხაილოვიჩმა პირობა შეასრულა! იგი საკუთარ ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ პირველი ტურის მატჩისას მათთან ერთად იქნებოდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები