Aa
Aa

"ბარსელონამ" "ინტერი" უარით გაისტუმრა! "ბლაუგრანას" ვიდალის განათხოვრება არ სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით „ბარსელონამ“ „ინტერის“ შეთავაზება უარყო და არტურო ვიდალის იტალიაში გაშვებაზე უარი განაცხადა.

„ნერაძურის“ ჩილელი ნახევარმცველის იჯარის წესით გადაბირება სურს, „ბლაუგრანას“ კი 32 წლის ფეხბურთელის განათხოვრების პერსპექტივა არ ხიბლავს და მხოლოდ მის გაყიდვაზეა ორიენტირებული.

„ბარსელონა“ სამხრეთ ამერიკელს 13 მილიონ ევროდ აფასებს და როგორც ჩანს „ინტერისთვის“ ეს თანხაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ვიდალის საკუთარ რიგებში ხილვით ყველაზე მეტად ანტონიო კონტე ინტერესდება. იტალიელ სპეციალისტს „ბარსას“ ნახევარმცველთან ნამუშევარი აქვს და დარწმუნებულია, რომ იგი „ნერაძურის“ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

აქვე დავძენთ, რომ „ბარსელონა“ არც ივან რაკიტიჩის გასხვისებას აპირებს. ხორვატ ფეხბურთელს „იუვენტუსსა“ და პსჟ-ს უკავშირებენ, თუმცა Marca აცხადებს, რომ „ბარსას“ სამომავლო გეგმებში რაკიტიჩის გაყიდვა არ შედის და „კამპ ნოუს“ დატოვება არც 31 წლის ნახევარმცველს სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები