Marca -
Aa
Aa

Marca - "რეალის" დელეგაცია პარიზში იმყოფება

მადრიდის "რეალმა" ნეიმართან დაკავშირებით პოლიტიკა შეცვალა და აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები პარიზში გაემგზავრნენ და პსჟ-ს ხელმძღვანელებთან ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.

მადრიდში იმედიანად არიან განწყობილნი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" სჯერათ, რომ მიზანს მიაღწევენ და საფრანგეთს ხელცარიელი არ დატოვებენ.

Marca-ს ცნობით "ლოს ბლანკოსის" ოპტიმიზმს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი პსჟ-სა და "ბარსელონას" შორის არსებული ურთიერთობაა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იძაბება.

მეორე ფინანსურ შესაძლებლობებს უკავშირდება. "რეალს" შეუძლია ფრანგულს გრანდს გაცილებით სარფიანი წინადადებით მიმართოს და პლუს ამას ნეიმარისთვის იგივე ხელფასის გადახდის ფუფუნებაც აქვს, რასაც ბრაზილიელი "პარკ დე-პრენსზე" იღებს.

რამდენიმე საათის წინ L'Équipe-მა გვაუწყა, რომ პსჟ-მ "რეალის" მეგა-წინადადება უარყო. ასე რომ საინტერესოა მადრიდელები პარიზელების დაყოლებას როგორ მოახერხებენ.

რაც შეეხება "ბარსელონას", Marca-ს ინფორმაციით კატალონიელთა შანსები ნელ-ნელა მცირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები