ვანდამ იკარდის
Aa
Aa

ვანდამ იკარდის "მონაკოში" გადასვლა გამორიცხა

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ, არგენტინელი ფორვარდის ფრანგულ "მონაკოში" გადასვლა კატეგორიულად გამორიცხა. ნარამ ამის შესახებ არგენტინულ ტელეარხ TyC Sports-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელი "მონაკოში" გადასვლის ვარიანტს არ განიხილავს, თუმცა ნარამ საკითხის არგუმენტირებისა და გავრცობისგან თავი შეიკავა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკო" იკარდის ტრანსფერისთვის 65 მილიონ ევროს იხდიდა, თავად არგენტინელ ვარსკვლავს კი წლიურ ხელფასად 12 მილიონ ევროს ჰპირდებოდა. მსგავსად სარფიანი წინადადებით იკარდისთვის სხვა არცერთ კლუბს არ მიუმართავს, თუმცა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბში გადასვლითაა დაინტერესებული, "მონაკო" კი ასეთი არაა.

დიდი ხანია ცნობილია, რომ მაურიტოს "იუვენტუსში" გადასვლა სურს, თუმცა ტურინელები ზანტად მოქმედებენ და სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართვით დიდად თავს არ იწუხებენ. ამ დროს კი "ნაპოლის" იკარდისთვის კონტრაქტის პირობები უკვე შეთავაზებული აქვს, რაზეც პასუხს ოთხშაბათამდე ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები