რატომ დატოვა ვან პერსიმ
Aa
Aa
17 აგვისტო 2019  |  18:57

რატომ დატოვა ვან პერსიმ "არსენალი"

რობინ ვან პერსიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც "არსენალი" დატოვა და კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელა. როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ადგილსამყოფელი 2012 წელს გამოიცვალა და "მეთოფეების" უშუალო კონკურნეტს შეუერთდა.

მაშინ ვან პერსის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა დღეს BT Sport-თან საუბრისას წარსული გაიხსენა და განაცხადა: "მე და არსენალი რვა წლის განმავლობაში დაქორწინებულები ვიყავით და რვა წლის შემდეგ ჩემი მეუღლე ჩემით დაიღალა. მე ეს ვიგრძენი".

"არსენ ვენგერთან და ივან გაზიდისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ხშირად ვსაუბრობდი, მაგრამ კლუბმა ახალი ხელშეკრულება არ შემომთავაზა, ამიტომ სხვა ვარიანტების განხილვა დავიწყე".

"ვიცოდი მათ რა რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, თანაც არსენალს წინადადებით არ მოუმართავს".

"სამი შეთავაზება მქონდა. ერთი უცხოეთიდან, რომელიც მალევე გამოირიცხა და ორი ბრიტანული გუნდებიდან - მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი".

"სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემი დარწმუნება მოახერხა. გადაწყვეტილების მიღებისას გუნდს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბში მოასპარეზე ფეხბურთელებს და საცხოვრებელ ადგილს აქცევ ყურადღებას და მანჩესტერ იუნაიტედი მაშინ საუკეთესო ვარიანტი იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები