Aa
Aa

როდის დაუბრუნდებიან "არსენალს" კოლაშინაცი და იოზილი? "მეთოფეები" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელები შიშობენ, რომ მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი გუნდს უახლოეს მომავალში ვერ დაუბრუნდებიან. ზემოთ ხსენებულმა დუეტმა „ნიუკასლთან“ მატჩი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო გამოტოვა.

როგორც მოგეხსენებათ ივლისის ბოლოს იოზილსა და კოლაშინაცს დანებით შეიარაღებული პირები დაეხსნენ თავს. ბრიტანელი სამართალდამცველების აზრით ინციდენტი ლონდონში დაარსებულ ბანდიტურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება და არის შანსი ყველაფერი განმეორდეს. გასულ კვირას ჩრდილოეთ ლონდონში, გერმანელი ფლეიმეიქერის სახლთან ორი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ორივე ფეხბურთელს პოლიციის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში იცავენ.

Daily Mail-ის ინფორმაციით იოზილი და კოლაშინაცი შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულები არიან. რაც შეეხება „არსენალს“, „მეთოფეები“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუ ლონდონელები იოზილსა და კოლაშინაცს დააბრუნებენ, შესაძლოა რისკის ქვეშ მთელი გუნდის უსაფრთხოება დადგეს.

„არსენალს“ გარანტიების გაცემა არ შეუძლია, რადგან ფეხბურთელების გამოძახება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ლოჯისტიკურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. კვირას „მეთოფეების“ თავკაცმა, უნაი ემერიმ განაცხადა, რომ სურს იოზილისა და კოლაშინაცის დუეტი გუნდს რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. თუმცა „არსენალის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ პრობლემები უახლოეს მომავალში არ მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები