Aa Aa
12 აგვისტო 2019  |  15:00

ჯეკო "ინტერს" უახლოვდება

‘‘სპორტ მედიასეტის’’ ცნობით მილანის ‘‘ინტერმა’’ ედინ ჯეკოს სანაცვლოდ ‘‘რომას’’ 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა. მილანური კლუბის ხელმძღვანელები და მწვრთნელები თავდასხმის ხაზში ჯეკოს ლუკაკუსთან შეწყვილებას გეგმავენ.

33 წლის ჯეკოს კარიერის საუკეთესო წლები ‘‘ვოლფსბურგში,’’ ‘‘მანჩესტერ სიტისა’’ და ‘‘რომაში’’ აქვს გატარებული. ბუნდესლიგის ერთგზისა და პრემიერ ლიგის ორგზის გამარჯვებული 2016-17 წლების სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2014 წელს ბოსნიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში