ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერს მოჰყვეს
Aa
Aa

ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერს მოჰყვეს

ნეიმარის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო გარიგება ვიხილოთ. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელ სუპერვარსკლავს "პარი სენ-ჟერმენის" დატოვება სურს. "ნეის" გადასაბირებლად კი "რეალი" და "ბარსელონა" იბრძვიან.

ესპანური პრესის ინფორმაციით ამ მომენტისთვის ფავორიტი "სამეფო კლუბია", თუმცა "ბლაუგრანა" დანებებას არ აპირებს. უცხოური გამოცემები სამხრეთ ამერიკელის შესახებ აქტიურად წერენ და იმ ჯაჭვურ რეაქციაზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც სავარაუდოდ ნეიმარის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ან "კამპ ნოუზე" გადასვლას მოჰყვება.

მაშასადამე, თუ ბრაზილიელმა შემტევმა "პარკ დე-პრენსი" დატოვა, პსჟ 2 სექტემბრამდე მისი შემცვლელის დამატებას შეეცდება და პარიზელთა მთავარი სამიზნე პაულო დიბალა იქნება.

ფრანგებმა "ლა ხოჯა" რომ გაიფორმონ, "ბებერი ქალბატონი" მაურო იკარდის გადაბირებაზე დაიწყებს მუშაობას. "ინტერს" არგენტინელი თავდამსხმელის შენარჩუნების დიდი სურვილი ნამდვილად არ გააჩნია და მას სიხარულით შეელევა.

იკარდის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით "ნერაძური" შემადგენლობის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. მილანელები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისა და ედინ ჯეკოს დაბევებას შეეცდებიან. "ლაციოს" ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება ადვილი არ იქნება. რაც შეეხება ჯეკოს, "რომა" მზადაა მასთან დაკავშირებით წინადადებები განიხილოს. დაბოლოს "ჯალორისი" ჯეკოს შემცვლელად გონსალო იგუაინს მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები