Aa
Aa
4 აგვისტო 2019  |  21:54

"ლივერპულისა" და "სიტის" ქომაგები მატჩის წინ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" გულშემატკივრები "უემბლიზე" გასამართი მატჩის წინ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მეტროში მოხდა და ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ბრიტანელი ქომაგები მგზავრებით სავსე მატარებელში ჩხუბობდნენ, რის გამოც კარის დაკეტვა ვერ მოხერხდა და მატარებელი ადგილიდან ვერ იძვროდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით მუშტების გარდა "ლივერპულისა" და "სიტის" გულშემატკივრებმა ერთმანეთს ლუდის ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე საათის წინ "უემბლიზე" "ქომუნითი შილდის" ტრიუმფატორის ვინაობა გახდა ცნობილი. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად კი თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც "ქალაქელებმა" უკეთ იასპარეზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები