Aa
Aa

"ნაპოლი" ვერნერს უმიზნებს

იტალიური გამოცემა Tuttosport იუწყება, რომ "ნაპოლი" "ლაიფციგის" გერმანელი თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის გადაბირებითაა დაინტერესებული.

"პარტენოპეის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას რამდენიმე შემტევს უკავშირებდნენ. საუბარი ედინსონ კავანის, ნიკოლას პეპეს, მაურო იკარდის და ხამეს როდრიგესის შესახებ მიდიოდა, თუმცა ნეაპოლელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "ნაპოლიმ" ახალი ვარიანტების განხილვა დაიწყო და თვალი ტიმო ვერნერს დაადგა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფეხბურთელის გარდა, "პარტენოპეი" პსვ-ს ახალგაზრდა შემტევს, ირვინ ლოზანოსაც უმიზნებს. ამ უკანასკნელმა ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელებსა და მთავარ მწვრთნელს უკვე შეატყობინა, რომ კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს.

Voetbal-ის მიხედვით პსვ ლოზანოს სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები