Diario Gol -
Aa
Aa

Diario Gol - "რეალი" მანეს ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებას ამზადებს

ესპანური გამოცემა Diario Gol იტყობინება, რომ ფლორენტინო პერესს შეტევის გაძლიერება სურს. მადრიდელთა პრეზიდენტი წინასასეზონო მატჩებში "რეალის" ფორვარდების მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოა და გეგმავს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვალიფიციური შემტევი გაიფორმოს.

სხვადასხვა კანდიდატების განხილვის შემდეგ, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ არჩევანი სადიო მანეზე შეაჩერა. ამ უკანასკნელმა 2018-19 წლების სეზონში შესანიშნავად იასპარეზა და პრემიერ ლიგაში 22 გოლი შეაგდო.

Diario Gol-ის ცნობით "ლივერპულს" მანეს სანაცვლოდ 140 მილიონი ევროს მიღება სურს. "რეალი" კი "მერსისაიდელთა" დაყოლიებას გარიგებაში გარეტ ბეილის ჩართვით აპირებს.

"სამეფო კლუბი" "წითლებს" სადიო მანეს სანაცვლოდ უელსელ ფეხბურთელსა და 60 მილიონ ფუნტს შესთავაზებს. როგორც მოგეხსენებათ ბეილს ზინედინ ზიდანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ფრანგმა სპეციალისტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს ბეილმა "სანტიაგო ბერნაბეუ" დატოვოს.

Diario Gol დასძენს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ადვილი ნამდვილად არ იქნება, თუმცა სავსებით შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები