Aa
Aa

მაგუაიერი "იუნაიტედში" მალე გაოფიციალურდება?

„ლესტერის“ ინგლისელი ფეხბურთელი, ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. „წითელი ეშმაკების“ თავკაცს, ოლე გუნნარ სულშერს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და მაგუაიერი მისი ნომერ პირველი სამიზნე გახლავთ.

მანჩესტერელები „მელიების“ დაყოლიებას დიდი ხანია ცდილობენ და თუ ჯანლუკა დი მარციოს დავუჯერებთ როგორც იქნა მიზანს მიაღწიეს. ამ უკანასკნელის ინფორმაციით კლუბებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

მაგუაიერი „ლესტერთან“ ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა ბოლო ვარჯიში ავადმყოფობის გამო გამოტოვა. ინგლისელმა კლუბის ექიმთან სატელეფონო ზარი განახორციელა და განუცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მაგუაიერის ქმედებას ბრიტანულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი ჟურნალისტის აზრით ეს ყველაფერი იმის მაუწყებელი გახლავთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ გადადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები