Aa
Aa

"რომა" იგუაინის აგენტს დღეს შეხვდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „რომას“ წარმომადგენლები გონსალო იგუაინის აგენტს დღეს დახურულ კარს მიღმა შეხვდებიან.

რომაელები არგენტინელ ფორვარდს კონტრაქტის პირად დეტალებზე დაელაპარაკებიან, „იუვენტუსთან“ კი მოლაპარაკებების გარკვეული ეტაპი უკვე გავლილი აქვთ. ტურინელებს რომაელთა ახალგაზრდა ფეხბურთელ ალესიო რიკარდის ტრანსფერში ჩართვა და მისი „ალიანც სთედიუმზე“ გადაყვანა სურთ.

ტოტი-დე როსი-ფლორენცის ტრიოს მსგავსად რიკარდიც რომში დაბადებულ-გაზრდილია და საფეხბურთო განათლება „რომას“ სტრუქტურაში აქვს მიღებული. 18 წლის ტალანტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და „ჯალოროსის“ გეგმებში მისი გაშვება არ შედის. შესაბამისად, მხარეებს საკითხის განხილვა ოდნავ განსხვავებული კუთხით მოუწევთ.

ამასთანავე ცნობილია, რომ „რომა“ ედინ ჯეკოს გაყიდვას ელოდება, რის შემდეგაც იგუაინის სატრანსფერო მოლაპარაკებებში სრულად ჩაერთვება და მის დედაქალაქში გადაბირებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები