Aa
Aa

"ფლამენგოს" მწვრთნელი: "დუარტე "მილანში" გადავა

„ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე ჟესუშის, თქმით, გუნდის 23 წლის მცველი ლეო დუარტე კარიერას „მილანის“ რიგებში გააგრძელებს.

ჟესუში ბრაზილიურ პრესას ესაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი ევროპაში გადასასვლელად ემზადება. ამასთანავე, გამოცდილმა სპეციალისტმა დაამატა, რომ დარწმუნებულია, დუარტეს ახალი კლუბი „მილანი“ იქნება.

„როსონერიმ“ დუარტეს ტრანსფერი 11 მილიონ ევროდ შეათანხმა, ახალგაზრდა უკანახაზელთან კი 5-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა.

აღსანიშნავია, რომ დუარტეს „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. საერთო ჯამში, ლეო დუარტე „ფლამენგოს“ მაისურით მოედანზე 60-ჯერ გავიდა და 2 გოლის გატანა შეძლო.

აქვე დავამატოთ, რომ მილანელები კიდევ ერთი ბრაზილიელის, რაფაელ ლეაოს, ტრანსფერთან ახლოს არიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „შავ-წითლებმა“ გარიგებაზე უკვე მოილაპარაკეს და ლეაო ახალ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები