ოფიციალურად: კლუივერტი
Aa
Aa

ოფიციალურად: კლუივერტი "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემიის დირექტორად დაინიშნა

„ბარსელონამ“ ახალგაზრდული აკადემიის დირექტორად პატრიკ კლუივერტი ოფიციალურად წარადგინა.

ჰოლანდიელი ფორვარდი კატალონიურ კლუბში 2021 წლამდე იმუშავებს.

როგორც მოგეხსენებათ, კლუივერტი კატალონიელთა ღირსებას 1998-2004 წლებში იცავდა და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს.

კლუივერტმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა:

„სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. მე „აიაქსის“ აკადემიაში გავიზარდე, რომელიც „ლა მასიას“ ძალიან ჰგავს და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ბარსელონაში ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ“.

ჰოლანდიელს უკვე საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდა. ის „აიაქსის“ აკადემიაში მუშაობდა, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც იყო, შემდეგ პსჟ-ს სპორტული დირექტორის თანამდებობაც დაიკავა, ბოლოს კი კამერუნის ეროვნულ ნაკრებში კლარენს ზეედორფთან ერთად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები