Aa
Aa

"ბარსას" სუპერტალანტი პსჟ-ში გადავიდა! - ესპანელთა უნიათობა თუ რაიოლას გავლენა?

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ კატალონიის „ბარსელონადან“ ნიჭიერი ჰოლანდიელი შუახაზელი, ჩავი სიმონსი, შეიძინა და მასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

16 წლის სიმონსის „ბარსელონადან“ წასვლის მიზეზი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმებლობა გახდა. „ბლაუგრანა“ მას წლიურ ხელფასად 100 ათას ევროს სთავაზობდა, თუმცა სიმონსის მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი ანაზღაურების მიღება გახლდათ.

შესაბამისად, თინეიჯერმა მოთამაშემ და მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ, გადაწყვიტეს, რომ „ნოუ კამპის“ დატოვება და პსჟ-ს რიგებში გადასვლა უკეთესი ვარიანტი იყო.

ჩავი სიმონსი „ლა მასიაში“ 9 წლის ასაკიდან თამაშობდა, მას ბავშვთა „ოქროს ბურთი“ 4-ჯერ აქვს მოგებული და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები