ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირს ტრავმის გამო დაემშვიდობა
Aa
Aa

ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირს ტრავმის გამო დაემშვიდობა

მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე 80 000-იან საერთაშირისო საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა 1/2 ფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გათამაშების საუკეთესო ოთხეულში დამაჯერებლად გააღწია, დღეს კი სერბ ნატალია კოსტიჩთან მატჩისას ტრავმა მიიღო.

მარიამი 1:6; 0:1-ს აგებდა, როცა დაზიანების გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სერბი ფინალში პრაქტიკულად უბრძოლველად გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 225-ე ადგილზეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები