ლუკაკუ განვადებით? -
Aa
Aa

ლუკაკუ განვადებით? - "ინტერმა" "იუნაიტედს" კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთა

მილანის „ინტერის“ წარმომადგენლები, მათ შორის - კლუბის სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო, ინგლისში იმყოფებიან და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შესახებ ლაპარაკობენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, „ნერაძურიმ“ მანჩესტერელებს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რომელიც ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარით აყვანასა და შემდეგ მის აუცილებლად გამოსყიდვას გულისხმობს.

იტალიელები მზად არიან, აღნიშნულ გარიგებაში 10 მილიონი ევრო ახლა, 30 მილიონი ევრო შემდეგ ზაფხულს, ხოლო კიდევ 30 მილიონი ევრო 2021 წლის ზაფხულში გადაიხადონ. ძნელი სათქმელია, რამდენად დათანხმდება „იუნაიტედი“ ასეთ წინადადებას, რადგან გუნდის მესვეურები აცხადებდნენ, რომ მათ ლუკაკუს პირდაპირ გაყიდვა და თანხის წელსვე მიღება სურდათ.

თავად ბელგიელ ფორვარდს „ინტერში“ გადასვლა სურს და „შავ-ლურჯებთან“ კონტრაქტის პირადი დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები