ლეონარდო:
Aa
Aa

ლეონარდო: "მე პირობა არ მომიცია, რომ მბაპე კონტრაქტს გააგრძელებდა"

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

ლეონარდო 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის მომავალს შეეხო და განაცხადა, რომ მას კილიანის კონტრაქტის გახანგრძლივების პირობა არავისთვის მიუცია.

დაპირება 2 მიზეზის გამო არ მიმიცია - პირველი იმიტომ, რომ ამ კლუბში ყველაფერს მე არ ვწყვეტ. მეორე ის, რომ არ მინდა დაპირება ჰაერზე გავცე. დავარწმუნო ხალხი იმაში, რაც მომავალში მოხდება.

ჩემთვის მთავარი არის, თუ რა ხდება დღეს.

მბაპე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ამაზე დავა არც ღირს. ორშაბათს, როდესაც ვარჯიში განახლდა ის გუნდს შესანიშნავი განწყობით შეუერთდა.

ის ქარიზმატულია, ადამიანებს კილიანი ძალიან უყვართ.

როდესაც დიადი მოთამაშეების კარიერას გადახედავ, დაინახავ რომ მათ თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეეძლოთ. მაგალითად ზიდანი, კრიშტიანო, რონალდინიო და სხვები. ასევეა მბაპეც. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია“.

აქვე გეტყვით, რომ Marca-მ რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ მბაპემ პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზელებთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს მას ლიგა 1-ის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

პსჟ მბაპეს გასხვისებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს, თუმცა მის მსურველ კლუბებს 200 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ და სავარაუდოდ ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად შევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები