Aa
Aa

"10 ნომერს არ გაეკარო" - მარადონას შვილი ხამესს აფრთხილებს

დიეგო არმანდო მარადონას ვაჟი, დიეგო მარადონა ჯუნიორი, „ნაპოლის“ პოტენციურ ახალწვეულ ხამეს როდრიგესს აფრთხილებს.

უმცროსი მარადონას თქმით, მან ხამესის რამდენიმე ფოტოზე კომენტარი დატოვა, რომელთაც რჩევების ხასიათი ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი კი ფეხბურთელმა მოიწონა კიდეც. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, დიეგო ჯუნიორი კოლუმბიელს ურჩევს, რომ „ნაპოლიში“ 10-ნომრიან მაისურს არ გაეკაროს, რადგან ის მისი ოჯახის საკუთრებაა და პირადად მის მამას ეკუთვნის.

კულუარულად ადრეც იწერებოდა, თითქოს „პარტენოპეის“ 10 ნომერს გონსალო იგუაინს ან ლორენცო ინსინიეს მისცემდნენ, თუმცა 2000 წლის შემდეგ მაისური აღნიშნული ნომრით ერთადერთ ფეხბურთელს ერთადერთი მატჩისას ჩაუცვამს. 2006 წლის აპრილში ეს პატივი არგენტინელ რობერტო სოსას ერგო.

„ნაპოლი“ და ხამესი ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, ფეხბურთელის აგენტი და ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი მადრიდში მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპის გასამართად ჩავიდნენ.

დიეგო მარადონა ნეაპოლიტანელთა რიგებში 1984-1991 წლებში თამაშობდა და „ლურჯებთან“ ერთად იტალიის თასი და სუპერ თასი, უეფას თასი და 2-ჯერ სერია A მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები