Aa
Aa

"ნაპოლი" იკარდის 7.5 მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ნაპოლისა“ და მაურო იკარდის აგენტს შორის კიდევ ერთი კონტაქტი შედგა და ნეაპოლელებმა არგენტინელ ფორვარდს კონტრაქტის კოკნრეტული დეტალები შესთავაზეს.

წყაროს თანახმად, „პარტენოპეი“ იკარდის წლიურ ხელფასად 7.5 მილიონ ევროს ჰპირდება, რაზეც ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. „ნაპოლი“ მზადაა, „ინტერის“ მიერ ტრანსფერისთვის მოთხოვნილი თანხა, 60 მილიონი ევრო, გადაიხადოს.

ცნობილია, რომ იკარდის ყველაზე მეტად „იუვენტუსში“ გადასვლა სურს, რომელიც მას წლიურ ანაზღაურებად დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობს. არგენტინელის კიდევ ერთი მსურველი კლუბი მადრიდის „ატლეტიკოა“.

„ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ნერაძური“ მისი ყოფილი კაპიტნის სატრანსფერო შეთავაზებების მოსასმენად სრულ მზადყოფნაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები