"ნაპოლის" გეგმები - მანოლასის, ხამესისა და ლოზანოს შემდეგ როდრიგოც?
Goal-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" "ვალენსიას" ფორვარდის როდრიგო მორენოს შეძენით ინტერესდება და ნეაპოლელებს უკვე დაუკავშირდნენ კიდეც.
კარლო ანჩელოტი ახალი სეზონისთვის საკმაოდ ძლიერ გუნდს აწყობს. "ნაპოლი" ძალიან ახლოსაა მანოლასის, ხამესისა და ლოზანოს შეძენასთან.
რაც შეეხება როდრიგოს, მისი გამოსასყიდი ფასი 120 მილიონი ევროა და "ღამურები" მის შენარჩუნებას გეგმავენ, რადგან "ლოს ჩე" სეზონს საკმაოდ ოპტიმისტურად ხვდება და მარსელინიო გარსია ტორალს დიდი მიზნებიც აქვს.
შეგახსენებთ, რომ როდრიგოს შეძენას რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონა" ცდილობდა, თუმცა საქმე მოლაპარაკებებამდე არ მივიდა.