მანჩინი
Aa
Aa

მანჩინი "რომაში"?

არის შანსი, რომ „ნაპოლიში“ გადასული კოსტას მანოლასი, „რომაში“ ჯანლუკა მანჩინიმ ჩაანაცვლოს. რომაელებმა სატრანსფერო მოლაპარაკებები წამოიწყეს და მზად არიან, „ატალანტას“ 25 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ბერგამოელებს თავიანთი ტანმაღალი უკანახაზელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურთ და ფასის დაკლებას არ აპირებენ, რადგან მანჩინის მსურველები არ აკლია.

23 წლის მანჩინიმ სერია A-ს გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა და ალექსანდრ კოლაროვის შემდეგ ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა. მას იტალიის ნაკრებშიც უხმეს და 2 მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები