„პსჟ-ში თამაში აღარ მსურს, ჩემს სახლში დაბრუნება მინდა
Aa
Aa

„პსჟ-ში თამაში აღარ მსურს, ჩემს სახლში დაბრუნება მინდა" - ნეიმარის პასუხი პსჟ-ს პრეზიდენტს!

ნეიმარის სატრანსფერო საგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. პსჟ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ყველაფერს ნათელი მოჰფინა, როდესაც განაცხადა, რომ - „კონტრაქტზე ხელის მოწერა ნეიმარისთვის არავის დაუძალებია“, - ამის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა.

პარიზელები ბრაზილიელის გასაყიდად მზად არიან და ნეიმარის შეძენის უმთავრესი ფავორიტი „ბარსელონაა“.

27 წლის ფეხბურთელი კატალონიელებს თავისი აგენტის საშუალებით რამდენიმეჯერ დაუკავშირდა და სურვილის შესახებ გაანდო.

დღეს კი ესპანურმა Mundo Deportivo-მ მორიგი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ნეიმარმა ხელაიფის ასე უპასუხა: „პსჟ-ში თამაში აღარ მსურს. ჩემს სახლში დაბრუნება მინდა, რომელიც არასდროს უნდა დამეტოვებინა“.

ნეიმარის ამ სიტყვების შემდეგ აშკარაა, რომ მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს.

TV channel GOL-ი აცხადებს, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ თავისი ძველი სახლის მფლობელს უკვე დაუკავშირდა...

ასევე, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელები ანტუან გრიზმანის პარიზელებისთვის დათმობას გეგმავენ და ნეიმარის დასაბრუნებლად მთელი რესურსით მუშაობას შეუდგებიან.

დღესვე დაიწერა, რომ „ბარსას“ გასახდელში მოთამაშეები ნეიმარის დაბრუნებას მხარს უჭერენ, რაც ბრაზილიელის ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

როგორც მოგეხსენებათ, „ბლაუგრანას“ ლიდერები მესი, სუარესი და პიკე გრიზმანის ტრანსფერის მიმართ საკმაოდ მოკლე და ცივ კომენტარებს აკეთებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები