Aa
Aa

აზარი შიშობს, რომ "რეალში" არ გაუშვებენ

28 წლის ბელგიელი სუპერვარსკლავი, ედენ აზარი შიშობს, რომ FIFA-ს მიერ გატარებული სანქციები მის „რეალში“ ტრანსფერს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი The Sun ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ლონდონის „ჩელსის“ ტრანსფერების განხორციელება ერთი წლით აუკრძალა და „არისტოკრატები“ აზარის სანაცვლოდ მიღებულ თანხას ვერაფერში გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ ბელგიელი არ გამორიცხავს, რომ „ლურჯებმა“ „სამეფო კლუბი“ უარით გაისტუმრონ და „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვების საშუალება არ მისცენ.

ლონდონელების საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. „ჩელსის“ წარმომადგენლებმა FIFA-ს გადაწყვეტილება უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივრეს და მარცხის შემთხვევაში ერთწლიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევთ.

„არისტოკრატები“ საკუთარი ფეხბურთელების სურვილებს მუდამ პატივს სცემდნენ. „ლურჯებმა“ პეტრ ჩეხი „არსენალში“, ნემანია მატიჩი „მანჩესტერში“ და ტიბო კურტუა „რეალში“ გაუშვეს, თუმცა The Sun-ის მიხედვით თუ FIFA-ს აკრძალვა ძალაში დარჩება ლონდონელები აზარის შენარჩუნებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები