Aa
Aa

ბერტენსი მადრიდის მასტერსის გამარჯვებულია!

ჰოლანდიელი ჩოგბურთელი, კიკი ბერტენსი, მადრიდში გამართული მასტერსის სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში რუმინელ სიმონა ჰალეპს 2 სეტში - 6:4; 6:4 მოუგო.

ბერტენსმა თამაში ცუდად დაიწყო, თუმცა სიტუაციის გამოსწორების შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და კარიერაში რიგით მე-9 ტიტულს დაეუფლა.

27 წლის ნიდერლანდელმა, რომელმაც მადრიდში გასულ წელს ფინალური მატჩი წააგო, მასტერსის კატეგორიის მეორე ტურნირზე იმარჯვა, მან აქამდე წარმატებას ცინცინატიში მიაღწია.

შედეგად, კიკი ბერტენსი დღეიდან მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის წევრია, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. იგი კლასიფიკაციის მე-4 ადგილზეა, რაც ჰოლანდიელ ქალ ჩოგბურთელთა შორის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები