Aa
Aa

სტივენსი და კვიტოვა შემდეგ წრეში, აზარენკა და მლადენოვიჩი - სახლში

მამაკაცთა მსგავსად, ესპანეთის დედაქალაქშია შეკრებილი ქალთა საჩოგბურთო ელიტაც და გუშინ მადრიდის კორტებზე რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრაც გაიმართა.

დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულები - სლოუნ სტივენსი და ვიქტორია აზარენკა კარიერაში ერთმანეთს მეშვიდედ დაუპირისპირდნენ. აქამდე ანგარიში 3:3 იყო, ამიერიდან კი წინ სტივენსი გავიდა, რომელმაც მატჩის პირველი და მესამე სეტი მოიგო - 6:4; 2:6; 6:2. სტივენსი შემდეგ რაუნდში ალიზ კორნესა და საისაი ჟენს შორის გამარჯვებულს ელოდება.

მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, პეტრა კვიტოვა, ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩს დაუპირისპირდა და 2 სეტში - 6:3; 7:6 დაამარცხა. კვიტოვას შემდეგი მოწინააღმდეგე კაროლინ გარსიასა და სორანა კირსტეას შეხვედრაში გაირკვევა.

ტურნირის გამოეთიშა ესპანელთა ერთ-ერთი მთავარი იმედი, კარლა სუარეს ნავარო, რომელმაც სლოვაკ ვიკტორია კუზმოვასთან 4:6; 6:7 წააგო. ასევე წარუმატებელი დღე ჰქონდა ელენა ოსტაპენკოს, იგი ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან 2 სეტში დამარცხდა. რთული შეხვედრები მოიგეს ეშლი ბარტიმ და ბელინდა ბენჩიჩმა, ანასტასია სევასტოვამ კი მიხაელა ბუზარნესკუს წინააღმდეგობა იოლად დასძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები