მადრიდის მასტერსს ბასილაშვილი პირველივე წრიდან დაემშვიდობა
Aa
Aa

მადრიდის მასტერსს ბასილაშვილი პირველივე წრიდან დაემშვიდობა

მადრიდის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ამერიკელ ფრენსის ტიაფოს (37) დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6 (10:8), 3:6, 4:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ძალზედ დაძაბულად წარიმართა და ტაიბრეიკზე ქართველის გამარჯვებით 10:8 დასრულდა.

მეორე სეტში მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილმა მეტოქე დააბრეიკა, ნიკამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 3:6 დამარცხდა.

ბოლო და გადამწყვეტ სეტში ტიაფო გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თავის მოწოდებას მალევე იგებდა, რასაც ვერ ვიტყვით ბასილაშვილზე, რომელიც არადამაჯერებელი იყო და ჩაწოდებებს დიდი ძალისხმევის შედეგად იგებდა.

საბოლოოდ ამერიკელმა ბასილაშვილს ბრეიკი შეუსრულა, რაც ლოგიკური იყო და სეტი თავის სასარგებლოდ 6:4 დაასრულა.

ტიაფოს მომდევნო ეტაპზე კოლშრაიბერსა და კუკუშკინს შორის გამარჯვებული შეხვდება, აქედან გასულს უკვე რაფაელ ნადალთან შერკინება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის 1000-იან მასტერსზე საპრიზო ფონდი 6.5 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები