Aa Aa
26 აპრილი 2019  |  22:37

ხელიდან გაშვებული უპირატესობა - ბასილაშვილი ბუდაპეშტის ღია პირველობას დაემშვიდობა

უნგრეთში, კერძოდ კი ბუდაპეშტში მიმდინარე ATP-ის 250-იან ტურნირზე მე-4 ნორად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-5 ნომერ სერბ ლასლო დაიერს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა კარგად დაიწყო 3 სეტში 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.

23 წლის სერბსა და ბასილაშვილს შორის ურთიერთშეხვედრებში აქამდე ანგარიში 1-1 იყო.

ბუდაპეშტის საპრიზო ფონდი 501 345 ევრო გახლავთ. ნახევარფინალში დაიერის მეტოქე ფილიპ კრიჯინოვიჩი იქნება, რომელმაც ბორნა ჩორიჩის დამარცხება შეძლო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღევანდელი შეხვედრა 1 საათსა და 5 წუთში დათმო. ნიკამ 2019 წელი საკმაოდ არადამაჯერებლად დაიწყო და იმედი ვიქონიოთ, რომ ფორმას მალე დაიბრუნებს.

ბასილაშვილი ორშაბათს ერთი საფეხურით წინ წაიწევს და მსოფლიო რეიტინგში მე-17 ჩოგანი გახდება. ამის მიზეზი ტურნირიდან შარშანდელი გამარჯვებულის მარკო ჩეკენატოს გამოვარდნა გახდა, რომელიც ორი საფეხურით დაქვეითდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები