Aa Aa
24 აპრილი 2019  |  14:53

წლის შემაჯამებელ ტურნირს 2021 წლიდან ტურინი უმასპინძლებს

მამაკაცთა წლის შემაჯამებელ საჩოგბურთო ტურნირს 2021 წლიდან ახალი მასპინძელი ეყოლება და ლონდონის მაგივრად, გათამაშება იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ATP-მ ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაადასტურა.

როგორც ATP-ს საიტი წერს, ტურინმა, ლონდონის, ტოკიოს, მანჩესტერისა და სინგაპურის კანდიდატურებს აჯობა და წლის შემაჯამებელ ტურნირს 2021-დან 2025 წლის ჩათვლით უმასპინძლებს. საერთო ჯამში, ტურნირის მასპინძლობის სურვილი 40-ზე მეტმა ქალაქმა გამოთქვა, თუმცა საბოლოო სიაში მხოლოდ ჩამოთვლილი 5 მათგანი მოხვდა, არჩევანი კი ტურინზე შეჩერდა.

„შემაჯამებელი გათამაშების ტურინში გადატანა ნიშნავს, რომ ამ ტურნირის 50-წლიან ისტორიაში ის იტალიაში პირველად გაიმართება. 1970 წლის შემდეგ, რაც ეს პრესტიჟული გათამაშება ტარდება, ტურინი მე-15 ქალაქია, რომელსაც მისი მასპინძლობის პატივი ერგო“. - ვკითხულობთ ATP-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 2009 წლიდან მოყოლებული ლონდონში ტარდება, იქამდე კი მისი მასპინძელი, ჩინეთის ქალაქი - შანხაი იყო.

გასულ წელს გამართული გათამაშება ალექსანდრ ზვერევმა მოიგო, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ATP-ს ტურნირებს შორის, შემაჯამებელი ტურნირი ერთადერთია, რომელზეც წინა წელს მოპოვებული ქულების დაცვა არ გიწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!