ფეხბურთში შესაძლოა უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდეს
Aa
Aa

ფეხბურთში შესაძლოა უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდეს

სპორტის ნომერ პირველ სახეობაში შესაძლოა ისტორიული ფაქტი დაფიქსირდეს. გუშინ, „ფიფას“ ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ იგი ფეხბურთში ვიდეოგამეორებების შემოღებას აპირებს.

"ფეხბურთი განსაკუთრებული თამაშია. ეს სპორტის ყველაზე ლამაზი და ნომერ პირველი სახეობაა. ფეხბურთის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მატჩის მიმდინარეობაა და ის არ ჰგავს სპორტის სხვა სახეობებს, სადაც ვიდეოს სანახავად თამაში ჩერდება. აქ მუშაობენ მსაჯები, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უნდა შევამოწმოთ, რამდენად მოერგება თამაშის მიმდინარეობას ტექნოლოგიური მოწყობილობები. ღირს, რომ ტექნიკური საშუალებები ფეხბურთშიც გამოვცადოთ“ - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები