ვილიანი:
Aa
Aa

ვილიანი: "ჩელსიდან" წასვლას არ ვაპირებ“

„ლონდონის ჩელსის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ვილიანმა, „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენის სურვილი გამოთქვა. 30 წლის გარემარბი მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა დაამატა რომ „არისტოკრატების“ მესვეურებისგან შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია.

ვილიანმა საკუთარი გეგმების შესახებ Evening Standard-თან ისაუბრა და განაცხადა: “არ ვიცი გუნდს ჩემი შენარჩუნება სურს თუ არა, მაგრამ პირადად მე „ჩელსიში“ დარჩენა მინდა“.

„ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან აქ უამრავი ტიტული მოვიგე. გარდა ამისა გუნდის ქომაგები და მომუშავე პერსონალი დიდ პატივს მცემენ“.

„ჩელსიში“ სიამოვნებით დავრჩები. ლონდონური კლუბის რიგებში ასპარეზობა და გოლების გატანა ძალიან მომწონს“.

ვილიანი მიმდინარე სეზონში „ლურჯების“ ერთ-ერთი ლიდერია. ბრაზილიელმა „არისტოკრატების“ მაისური 46 შეხვედრაში მოირგო და მეტოქის კარის აღება 8-ჯერ მოახერხა. თანაგუნდელებს კი 12-ჯერ გაატანინა.

ასევე იხილეთ - ღირსეული ბრძოლა და სამწუხარო წაგება ჰაკუჰოსთან!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები