ლუსიენ ფავრის რჩევა ჯეიდონ სანჩოს
Aa
Aa

ლუსიენ ფავრის რჩევა ჯეიდონ სანჩოს

ჯეიდონ სანჩომ წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. იგი „დორტმუნდის“ უდავო ლიდერი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვეულ სტილში ვეღარ ასპარეზობს. სანჩოს ფორმიდან ამოვარდნა „ყვითლებსაც“ დაეტყოთ. გერმანელებს უკანასკნელი 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ მოგებული.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ „დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა, სანჩოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „იგი ბრწყინვალე და საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. სეზონის პირველი ნაწილი მან შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა ამჟამად გარკვეული პრობლემების წინაშე დგას".

„სანჩომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ნიჭით ფონს ვერ გახვალ, ვარჯიში და მუშაობა აუცილებელია. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვარჯიშზე 90 პროცენტი მოდის, ნიჭზე კი მხოლოდ 10“.  

ასევე იხილეთ - "Crystalbet ეროვნული ლიგის" პირველი ტურის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები