Aa
Aa

ინფანტინო: "VAR სისტემა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნოვაციაა"

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუკი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატი შეიცვლება და ტურნირი უფრო მასშტაბური გახდება.

ფეხბურთის მმართველი ორგანოს იტალიელმა მაღალჩინოსანმა Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, ხსენებულ საკლუბო ჩემპიონატზეც ილაპარაკა.

„მჯერა, რომ მოვა დრო, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაუმჯობესდება. 2024 წელს ახალი კალენდარი გვექნება, თუმცა ამ კუთხით სიახლეების შეტანა 2021 წლიდანაც შეგვიძლია. არ მინდა, ტიტულის მოგების შანსი ლიმიტირებული იყოს და ამის გაკეთების შანსი ისევე ცოტა გუნდს ჰქონდეს, როგორც ახლაა. ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩასატარებელი შეჯიბრება უნდა იყოს“.

ინფანტინომ პერსპექტივაში არსებულ გლობალური ერთა ლიგის ტურნირიც ახსენა და იმასაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკვე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, 48 გუნდიანი იყოს. გარდა ამისა, მან VAR სისტემას ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნოვაცია უწოდა.

„იცით, რომ საუბარი შედგა გლობალური ერთა ლიგის შექმნაზეც. ასევე მოგეხსენებათ, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდიანი გახდება, თუმცა ჩვენს გვინდა, რომ გუნდების რაოდენობა უკვე 2022 წლის მუნდიალიდან გაიზარდოს.

VAR სისტემა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნოვაციაა. მის შექმნაში კი უდიდესი წვლილი პიერლუიჯი კოლინას ეკუთვნის, რომელიც ამ ყველაფრისთვის მადლობას იმსახურებს. ნათელია, რომ შეცდომები ისევ არის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ეს სისტემა ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვის შემოღებულია“.

ასევე იხილეთ - Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

მსგავსი სიახლეები