კარაგერი: „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგა
Aa
Aa

კარაგერი: „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგა

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა ჟურნალისტებთან მის ყოფილ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მერსისაიდელებს“ მომავალ სეზონში „ჩემპიონთა ლიგაზე“ ასპარეზობის შანსი აღარ აქვთ.

„ლივერპულს“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ წინ 2 ურთულესი შეხვედრა ელის. თუ ისინი ორივე მათგანში დამარცხდებიან, ხოლო „ლივერპული“ თავის შეხვედრებს მოიგებს, როჯერსის შეგირდები ოთხეულისთვის ბრძოლას  დაუბრუნდებიან. თუმცა თუ ლუი ვან გაალის გუნდის სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, რთულია იმის წარმოდგენა რომ „მანჩესტერი“ ორივე თამაშს დათმობს. „ლივერპული“ გადამწყვეტ თამაშში „მანკუნიანელებთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ახლა კი მათი დაწევა პრექტიკულად წარმოუდგენელია“ - განაცხადა კარაგერმა

 

შეგახსენებთ, რომ 31-ე ტურის შემდეგ „ლივერპული“ მე-5 პოზიციაზე იმყოფება და „ჩემპიონთა ლიგაზე“ გამსვლელ მე-4 პოზიციას 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები