მამარდაშვილი ლივერპულში რჩება | რას წერს მერსისაიდული გამოცემა
„ლივერპულთან“ დაახლოებულმა გამოცემამ, This is Anfield-მა გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრა. ქართველი მეკარე „ნოტინგემ ფორესტის“ რადარზე იყო, მაგრამ This is Anfield-ის ჟურნალისტის, ჯეკ ლასბის თქმით, „მამარდა“ ადგილსამყოფელს არ გამოიცვლის.
„„ლივერპულის“ სატრანსფერო ფანჯარა, დიდი ალბათობით, ლუკა ბრუგმანსისა და ჯილიან ნგუსენის გაფორმებით დასრულდა. ბრუგმანსის ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაემთხვა, თუმცა, როგორც This is Anfield-მა გაიგო, „ნოტინგემ ფორესტის“ მხრიდან ინტერესის გამოხატვის მიუხედავად, მამარდაშვილთან დაკავშირებით ძვრები არ ყოფილა.
მამარდაშვილი „ლივერპულში“ დარჩება და ალისონის შემცვლელი იქნება. რაც შეეხება 18 წლის ბრუგმანსს, ის „გენკში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და „ლივერპულს“ მომდევნო ზაფხულში შეუერთდება“, — წერს This is Anfield-ი.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში ორი შეხვედრა გამართა — „ნიუკასლთან“ და „ნოტინგემ ფორესტთან“. ორივე მატჩში ანდონი ირაოლამ ნდობა ალისონს გამოუცხადა, ბრაზილიელმა მეკარემ კი ორ-ორი გოლი გაუშვა. „ნოტინგემთან“ შეხვედრაში მან პენალტიც აიკიდა.