მექვაბიშვილი საქართველოშია და... - ჩიკაგო ფაიერში ტრანსფერი გადაწყვეტილია
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის „ჩიკაგო ფაიერში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია.
ცნობილი რუმინელი ჟურნალისტი, ემანუელ როშუ სოციალურ ქსელში წერს, რომ „კრაიოვას“ წარმომადგენლებმა სცადეს ქართველი ფეხბურთელის დარჩენაზე დარწმუნება ხელფასის არც თუ ისე მაღალი ზრდით, თუმცა მექვაბიშვილმა ამაზე უარი თქვა და საქართველოში გამოემგზავრა, სადაც ტრანსფერის დახურვას დაელოდება.
პარალელურად, ჯეო თიმი წერს, რომ მექვაბიშვილმა და „ჩიკაგო ფაიერმა“ კონტრაქტის თაობაზე შეთახნმებას მიაღწიეს და ახლა ქართველი ნახევარმცველი სავიზო პროცედურების მოგვარებას საქართველოში დაელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჩიკაგო ფაიერი“ „კრაიოვას“ 3-მილიონ ევროს გადაუხდის, მექვაბიშვილი კი ამერიკულ კლუბში რობერტ ლევანდოვსკის გუნდელი იქნება.