ისევ იტალიურ კლუბში | უდინეზემ გოგლიჩიძე გაანათხოვრა
საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ტოვებს. Tuttoudinese-მ დაწერა, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იტალიური კლუბი ქართველი ფეხბურთელის გასაშვებად აქტიურად მუშაობდა. „უდინეზემ“ მსურველი იპოვა და „მონცას“ შეუთანხმდა.
ავტორიტეტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბებმა გარიგების ყველა დეტალზე საერთო ენა გამონახეს. „მონცა“ გოგლიჩიძეს იჯარის წესით წაიყვანს და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. „ბიანკოროსიმ“ სამედიცინო შემოწმება უკვე დანიშნა — ეს პროცედურა ადგილობრივი დროით შუადღეს გაიმართება.
Goglichidze-@ACMonza, operazione in prestito con diritto di riscatto: visite nel primo pomeriggio???????? https://t.co/hk3f2uURih
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) September 1, 2026
„მონცა“ სერია A-ში ასპარეზობს და მისი მთავარი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. „ბიანკოროსიმ“ ორიდან ორივე შეხვედრა წააგო და შვიდი გოლი გაუშვა: პირველ ტურში „მონცა“ „ინტერთან“ 1:4 განადგურდა, მეორე ტურში კი სწორედ „უდინეზემ“ 3:2 მოუგო.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა.