იკარდი და
Aa
Aa

იკარდი და "ინტერი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

ლა გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდი კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც დასკვნით ფაზაშია და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თუ შეთანხმება შედგა, რომლის ალბათობა უკვე საკმაოდ დიდია, იკარდი „ნერაძურისთან“ კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ცნობილია, მაუროს შეძენით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, თუმცა როგორც ჩანს არგენტინელს „ბლანკოსში“ გადასვლა არ ხიბლავს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ბევრი ელოდა, რომ იკარდი „ინტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ იჩქარებდა, თუმცა იტალიური პრესის მოლოდინი არ გამართლდა.

წლევანდელ სეზონში იკარდის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 13 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები