მიხაელ ცორკი:
Aa
Aa

მიხაელ ცორკი: "წლევანდელ სეზონში პულიშიჩის გაყიდვას არ ვაპირებთ"

„დორტმუნდის ბორუსიას“ სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის, განცხადებით წლევანდელ სეზონში კრისტიან პულიშიჩი ადგილსამყოფელს არ შეიცვლის. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ამერიკელის გადმობირებით პრემიერ ლიგის გრანდები, „ჩელსი“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული. „ნისლიან ალბიონზე“ თამაშის სურვილი კი თავად კრისტიანმაც გამოთქვა.

ცორკმა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Kicker-თან საუბარში გამოეხმაურა. მიხაელი საკმაოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა: „ასეთი ჭორები რამდენიმე წელია გვესმის. პულიშიჩის გაყიდვას არ ვაპირებთ და წლევანდელი სეზონის მასთან ერთად ჩამთავრებას ვგეგმავთ. მომავალში კრისტიანი აუცილებლად დაგვჭირდება“.

„დორტმუნდის“ მაისურით პულიშიჩი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ბუნდესლიგის 2018-19 წლების სეზონში მან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა და ფორმის აღდგენაში ხელს ტრავმებიც უშლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები